LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მდიდარი და ღარიბი ქვეყნები: სად არის საქართველო?

1106

ჟურნალმა Global Finance–მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და ღარიბი ქვეყნების სია შეადგინა.

საქართველო ამ რეიტინგში 189 ქვეყნიდან, 108-ე ადგილს იკავებს, $10,099 შემოსავლით. ის მეზობელ ქვეყნებს შორის, მხოლოდ სომხეთს (114–ე ადგილი) უსწრებს.

რაც შეეხება რეიტინგში საქართველოს დანარჩენ მეზობელ ქვეყნებს აზერბაიჯანი 71-ე ადგილს იკავებს, თურქეთი 63-ს და რუსეთი 52-ს.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება:

1. კატარი (მშპ $129 512 ერთ სულ მოსახლეზე)
2. ლუქსემბურგი (მშპ-ს $100 991 ერთ სულ მოსახლეზე)
3. მაკაო (მშპ $87 845 ერთ სულ მოსახლეზე)
4. სინგაპური (მშპ $86 854 ერთ სულ მოსახლეზე)
5. ბრუნეი (მშპ $77 662 ერთ სულ მოსახლეზე)
6. ქუვეითი (მშპ $70 587 ერთ სულ მოსახლეზე)
7. ირლანდია (მშპ $69 374 ერთ სულ მოსახლეზე)
8. ნორვეგია (მშპ $69 031 ერთ სულ მოსახლეზე)
9. არაბთა გაერთიანებული საემიროები (მშპ $67 947)
10. სან-მარინო (მშპ $64 465 ერთ სულ მოსახლეზე)

რაც შეეხება სიაში ყველაზე ბოლო ადგილზე მყოფებს, Global Finance–ის მიხედვით, ყველაზე ღარიბი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. ნიგერია
  2. ლიბერია
  3. ბურუნდი
  4. კონგო
  5. აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა

Global Finance-მა ქვეყნების სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით გამოითვალა.

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები