LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 მარტს ”გუდვილში” ფასდაკლების აქცია იმოქმედებს

188

ჰიპერმარკეტ ”გუდვილში” ფასდაკლების აქცია იწყება. ღონისძიება მხოლოდ ერთ დღეს გასტანს და მის ფარგლებში მომხმარებელი 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

”მხოლოდ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ”გუდვილში” მოსული ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს ყველა დასახელების პროდუქტზე მიიღოს 15%-იანი ფასდაკლება. რაც მთავარია, აქცია ვრცელდება სრულიად საქართველოს მასშტაბით, ჩვენს ყველა ფილიალში”, – განაცხადეს ჰიპერმარკეტში.

ცნობისთვის, ”გუდვილი” საქართველოში პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია. აქ წარმოდგენილია 50 000 დასახელების პროდუქტი. კომპანია გერმანული, ჰოლანდიური, იტალიური, ფრანგული, ბულგარული, უკრაინული საკვები და არასაკვები პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები