LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრმა ტყვიით გარდაცვლილი ქალის ოჯახში მამა შალვა კეკელია პატრიარქის თხოვნით მივიდა

13698
tamuna-antelava-news

აღდგომის დღესასწაულზე თბილისში ტრაგედია დატრიალდა. სახლში კომპიუტერთან მჯდომ თამუნა ანთელავას თავში ბრმა ტყვია მოხვდა და გარდაიცვალა. თამუნა მომღერალ თიკა მახალდიანის დედა გახლდათ.

პოლიციამ მალევე დააკავა პოლიციელი სოსო გაბრიაძე, რომელმაც აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად სახლიდან რამდენჯერმე გაისროლა…

თიკა მახალდიანის ოჯახში საქართველოს პატრიარქის თხოვნით, მამა შალვა კეკელია მივიდა და პანაშვიდი გადაიხადა. ამის შესახებ თიკას მეგობარი, ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში წერს.

“პატრიარქმა მამა შალვა გამოგზავნა პანაშვიდის გადასახდელად ??❤️”, აღნიშნავს ლაშა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები