თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კიდევ 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. განმარტებულია, რომ ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში სულ 118 პაციენტია, რომელთა შორის ახალი კორონავირუსით 91 პაციენტი მკურნალობს. კლინიკიდან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 21-ია.
“21 აპრილის მონაცემებით, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 118 პაციენტი. აქედან covid-19-ით ინფიცირებულია 91 პაციენტი. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობს 9 პაციენტი. 109 პაციენტი მოთავსებულია თერაპიულ განყოფილებაში. გვაქვს სასიხარულო ამბავი დღეს ჩვენი კლინიკიდან გაეწერა კიდევ 2 პაციენტი. გვყავს 21 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ვულოცავთ ჩვენს გუნდს ამ დიდ გამარჯვებას Covid-19 -ზე” – წერია კლინიკის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
“აი ბატონო, კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმუშაონ სასიკვდილო სივრცეში” – ლევან რატიანი
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 პაციენტი.