გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:
ვერძი
ვერძებს რთული კვირა გელით. შესაძლოა, ემოციური კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდეთ. პარტნიორთან გარკვეულ საკითხებზე სამუშაო გაქვთ. სასურველია ამ პროცესში ქედმაღლური დამოკიდებულება არ გამოავლინოთ.
კურო
კუროებისთვის სექსუალური კუთხით, საუკეთესო კვირა იქნება. მოზღვავებული ენერგიისა და მოტივაციის წყალობით, ყველაფერს გააკეთებთ სასურველი ურთიერთობის დამყარებისთვის. ასევე, გაერკვევით იმაში თუ რა გსურთ.
ტყუპები
ამ კვირაში, მცირე პრობლემები თავს იჩენს. პირად ურთიერთობაში, შესაძლოა მესამე პირი გაჩნდეს, რომელიც ნეგატიურ გავლენას იქონიებს თქვენზე. სავარაუდოდ, ეს ადამიანი თქვენი მეგობარია, რომელსაც თავისი ადგილი უნდა მიუჩინოთ.
კირჩხიბი
თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, ამ კვირაში ბევრ წამახალისებელ აქტივობაში მიიღებთ მონაწილეობას. მენტალური სიახლოვე უფრო მეტ კომფორტს გიქმნით. შუა კვირიდან ეს ჰარმონია უფრო ამაღლდება.
ლომი
ლომებს საინტერესო კვირა გელით. პარტნიორთან ერთად, ფინანსების გაერთიანებაზე იმსჯელებთ რათა დიდი ხნის სურვილი აისრულოთ. კვირის ბოლოს, დიდი ხნის ოცნების ახდენისთვის მზადებას დაიწყებთ.
ქალწული
ამ კვირაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, რაც უკავშირდება ბავშვის ყოლის სურვილს. ხოლო თუ უკვე გყავთ შვილი, მათ შესახებ პარტნიორთან სერიოზული საუბარი მოგიწევთ.
სასწორი
ურთიერთობის დაკარგული ელფერის აღდგენაზე ორივე ზრუნვას დაიწყებთ. ამ პროცესში, არსებული სიტუაცია გაუმჯობესდება და კვირის ბოლოს კმაყოფილების შეგრძნება დაგეუფლებათ.
მორიელი
ამ კვირაში, ოჯახური საქმეების განაწილებაზე ფიქრი მოგიწევთ. უკმაყოფილების სავარაუდო მიზეზად ერთ-ერთი მხარე მოიზრება, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაფერს მხოლოდ თვითონ აკეთებს. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან.
მშვილდოსანი
ამ კვირაში, რომანტიკულ სარბიელზე მცირე უსიამოვნებები და არასასურველი, მოულოდნელი შეხვედრები გელით. ეცადეთ, ამ კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
თხის რქა
თუ დიდი ხანია ერთად ცხოვრებას გეგმავთ და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიღებული გაქვთ, ამის აღსრულება ამ კვირაში გადაიდება. ხელისშემშლელი ოჯახური პრობლემები კი კვირის ბოლოს მოგვარდება.
მერწყული
ფინანსებზე და აღებულ ვალზე პარტნიორთან კამათი გელით. მიზეზი, ზერელე დამოკიდებულება და სიტუაციის არარეალურად აღქმაა. კამათს და დაპირისპირებას სჯობს, პრობლემიდან გამოსვლის გეგმაზე იფიქროთ.
თევზები
ემოციურად დატვირთული კვირა გელით. ნებისმიერ მოვლენას სენსიტიურად აღიქვამთ. შედეგად, გადაჭარბებულმა ემოციურობამ, შესაძლოა, პარტნიორთან პრობლემები შეგიქმნათ.