ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ალიხანაშვილის მეუღლე მამუკა ნაჭყებია საქართველოში მარტის ბოლოს დაბრუნდა. 2-კვირიანი კარანტინის შემდეგ კი ოჯახის წევრების ნახვის შესაძლებლობა მიეცა.
„დაბრუნდა…საყვარელი ადამიანის გარეშე დაბრუნდა. დაბრუნდა შვილებთან ორმაგი პასუხისმგებლობით. ერთად წავიდნენ იმედით და მარტო დაბრუნდა ტკივილით სავსე. კაცები “არ ტირიანო” , მაგრამ ტყუილია! ტირიან როდესაც უყვართ! ტირიან, როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავენ… შვილებს თვალებს რომ ვერ უსწორებს ეს ის მომენტია“, – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი, რომელიც ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.
34 წლის ცირა ალიხანაშვილი მეუღლესთან ერთად ესპანეთში 2 მარტს, სიმსივნეზე სამკურნალოდ გაემგზავრა.
სამწუხაროდ კორონავირუსით დაინფიცირდა. 20 მარტს, გვიან ღამით გარდაიცვალა. გარდაცვლილს ხუთი შვილი დარჩა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების გადასვენებაზე მკაცრი კონტროლი დააწესა.
ცირა ალიხანაშვილი ესპანეთში დაკრძალეს.
https://www.facebook.com/100008801417845/videos/2423444607958896/?t=88