LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რეამინაციულ განყოფილებაში 9 პაციენტია, 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია” – ლევან რატიანი

111
1522185308

პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ამ ეტაპზე 92 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას. კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განმარტებით, ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, დანარჩენი ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე გამოჯანმრთელებული მოქალაქე საავადმყოფოს დღეს დატოვებს. კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 3 მოზარდი მკურნალობს, მათ მდგომარეობას რატიანი დამაკმაყოფილებლად აფასებს.

“ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 120 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 92 ადამიანი. რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტია მოთავსებული და აქედან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მათ შორის 3 ადამიანის მდგომარეობა არის კრიტიკული. ამ პაციენტებთან დამძიმება ფიქსირდება მათ თანმხლები დაავადებებით. მიმდინარეობს მკურნალობა და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. ინფიცირებულებიდან 53 პაციენტს აქვს მწვავე, ორმხრივი პნევმონია და მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა.
გვყავს 3 მოზარდი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით პერიოდის გასვლას, რომლის შემდეგაც გადაიგზავნება ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ.
დღეს რამდენიმე პაციენტი გაეწერება კლინიკიდან. გაგზავნილი რამდენიმე პასუხიდან ნაწილი მოვიდა დადებითი ნაწილი კი უარყოფითი”, – განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 399-მდე გაიზარდა

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის საქართველოში 399 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 94 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები