LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოკჰოლმში მოქალაქეებს კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდათ – რას ამბობს შვედეთის ეპიდემიოლოგი

7114
stock (1)

შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ ევროპის ქვეყნების მსგავსად არ ჩაეკეტათ საზღვრები და არ დაეხურათ ობიექტები, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო. Telegraph სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ მაისში სტოკჰოლმმა ,შესაძლოა, “ჯოგურ იმუნიტეტს” მიაღწიოს. შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი ამბობს, რომ ქალაქში უკვე იმდენ ადამიანს აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი, რომ დაავადების გავრცელება ნელდება.

“ჩვენ ისევ იმ დონეზე ვართ, სადაც რამდენიმე კვირის წინ ვიყავით. აღდგომის კვირამდე იყო ერთგვარი პიკი, ახლა კი ერთგვარი დაღმასვლა გვაქვს”, — განაცხადა ტეგნელმა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა არც მაღაზიები დახურა, არც რესტორნები და ბარები. ასევე ღიაა სკოლები.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შვედეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 385 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 1 540 , გამოჯანრთელებულია 550 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები