თბილისის ზღვის ჰოსპიტალის პირველი ცვლის თანამშრომლებმა დღეს ორკვირიანი სამუშაო დაასრულეს და იზოლაციაში გადადიან. კლინიკის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნეს და სტატუსში დაწერეს:
,,დღეს პირველი ცვლის მორიგეობის ბოლო დღეა!
მადლობა ყველას ❤️❤️❤️ – ექიმებს, უმცროს ექიმებს, მედდებს, სანიტრებს. თქვენ ბრძოლის წინა ხაზზე ხართ და უშიშრად, თავდაუზოგავად ებრძვით საშიშ დაავადებას.
დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ერთიანი ძალებით ყველა გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ.
მადლობა გამძლეობისთვის, მადლობა თავდადებისთვის!
❤️❤️❤️ ???”.