LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დღეს ეს კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, იყვიროს – არ წახვიდეთ სასაფლაოზე!..”

44163
შარაძე

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდანი სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანი, რომელიც შვილის საფლავზე ათენ-აღამებს, ახლა იძულებულია, სხვებს მოუწოდოს, რომ სასაფლაოებზე გასვლისგან თავი შეიკავონ. შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძეს ვაჟი ჰყავს გარდაცვლილი.

გთავაზობთ სტატუსს:

“ამირან გამყრელიძეს ვუსმინე. ჩვენ საერთო სასაფლაო გვაქვს, მისი ვაჟი და ჩემი ოჯახი წმინდა პანტელეიმონის ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი.
ბატონი ამირანიც, მაგრამ, განსაკუთრებით, მისი მეუღლე სულ იქ არის. აღარ მაქვს ლაპარაკი წირვა-ლოცვაზე დასწრებაზე, ქალბატონი მარინა ყველა გაჭირვებულის იმედია. უამრავი ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს არის ღირსეული, ცხოვრების წესით ქრისტიანი წყვილი. მე კიდევ ისე არ ვიცნობ, როგორც მათ ჩემი მშობლები იცნობდნენ, უყვარდათ და პატივს სცემდნენ. დღეს, ეს კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს – არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე, რათა გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ერთმანეთი!
არავინ გაბედოს ზედმეტის თქმა ამირან გამყრელიძეზე <3”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები