LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სახლში დარჩებით, ცოდვა არ არის, ვერ გეტყვით, რომ მე არ მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია

350
imedinews-7 (2)

“თუ სახლში დარჩბით ცოდვა არ არის. მეც მეშინია, ვერ გეტყვით, რომ არ მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია, ვიდრე ამ ვირუსის”-ამის შესახებ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა  ჩოხატაურში, იოაკიმე და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში იქადაგა.

“შეიძლება მეც დამემართოს კორონავირუსი, შეიძლება ქუჩაში დამემართოს ან სუპერმარკეტში ისეთი ამბებია ეკლესია მონაგონია. ნებისმიერ ადგილას შეიძლება, დამემართოს კორონავირუსი. რა ვქნა, თუ ღვთის ნებაა, დამემართება, თუ არაა ღვთის ნება – არ დამემართება.

თავმდაბლობით შევთხოვოთ ღმერთს. მივიდეთ უფალთან და ვთხოვოთ, უფალო, შემაძლებინე აღდგომის ღამეს თაყვანი გცე და მოვიდე შენს წმინდა ტაძარში. თუ ვერ მოხვალთ, არც ეს არის პრობლემა. ერთი კვირის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ, ეზიაროთ. თქვენი გადასაწყვეტია, მე ვერც იმას გეტყვით, არ მოხვიდეო, არც იმას გეტყვით – მოდიო. თქვენი გადასაწყვეტია. მე აუცილებლად მოვალ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენსავით მეც მეშინია, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანია, ვინც გარდაიცვალა სამწუხაროდ და ძალიან დიდი პრობლემებია ზოგადად მსოფლიოში. რწმენით და სასოებით უნდა შევხვდეთ ამ განსაცდელს. ყველაფერი ღვთის ნებაა. არ არის სასურველი ხელზე კოცნები. დარწმუნებული ვარ, არც ჩემგან გადაგედებათ, არც ეკლესიიდან. ეკლესიაში არსებობს შვიდი საიდუმლო და შვიდი საიდუმლოდან არაფერი გადაგედებათ. ეს არის საკურნებელი სულისა და ხორცისა. დანარჩენი – ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა მეუფე იოსებმა ქადაგებისას. – განაცხადა მეუფე იოსებმა.

https://www.facebook.com/100011505495822/videos/1047133815680125/UzpfSTIyOTYwNzgwNjA1MTMxNzY6Mjg0NDMxNTQ1MjM1NjA5OA/?__tn__=%2Cd%2CP-R&eid=ARA26ZmGCKe1-u9ZtLZR5n8zQwAtWhrZn0hRLYTG71LTcDNWVqM3_6HilCaOymGYNpLbtC1iwiNr2V0X

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები