LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქების სასაფლაოებზე 17 აპრილიდან შეზღუდვები წესდება

494
BeFunky-collage (5)

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა, თუმცა ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, რა შეზღუდვები იქნება შემოღებული.

„მოქალაქეებს კიდე ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი,“ – აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

თუ არ გავითავისებთ რეკომენდაციებს, მდგომარეობა შესაძლოა, დრამატულად განვითარდეს, ისე რომ ჯანდაცვის სისტემამ პაციენტების მოვლა ვეღარ მოახერხოს – ენდელაძე

რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, აღდგომას სასაფლაოზე გასვლა არაა საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებული და არაფერი არ დაირღვევა.

“აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა. არაფერი არ ირღვევა თუ აღდგომას და მომდევნო დღეებში, შეზღუდვების გათვალისწინებით, არ გავალთ საფლავზე.

თუ წესებს არ დავიცავთ, 9 მაისისთვის ვვარაუდობთ, რომ გვეყოლება 2000 „კოვიდ“ პაციენტი – ჯანდაცვის მინისტრის პროგნოზი

მადლობა ღმერთს, რომ აღდგომას არ გვაქვს სრული კარანტინი და უფრო რთული ვითარება. ვფქირობ, მორწმუნე ადამიანებისთვის ეს უნდა იყოს ძალიან დიდი შეღავათი და სამადლობელი”, — თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა,  ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა, სავალდებულოა დაცული იქნეს დისტანცია და უსაფრთხოების ყველა ზომა.

ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მცირე ზომის ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან – მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილება

მრევლი კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა ტაძარში, დილის 6 საათზე კი დატოვებს – დეკანოზი ჯაღმაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები