LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ დიდი ხუთშაბათია, მრევლი ერთი კოვზით ეზიარება, გთხოვთ გაავრცელეთ ინფორმაცია – ბასილ კობახიძე

266
Capture

ყოფილი მღვდელი, ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ხვალ, დიდ ხუთშაბათს, მრევლის ნაწილი ერთი კოვზით ეზიარება, რაც კორონავირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

მამა ანდრია სარია: „საპატრიარქო ეკლესიას თამაშში ითრევს, ადამიანები სიკვდილის რისკის ქვეშ დგანან“

“ხიფათი ხვალინდელი კარგად რომ ავხსნა: ხვალ, დიდ ხუთშაბათს, არის ზიარების დაწესების დღე, საიდუმლო სერობის. ამიტომ ყველა მიმსვლელი ვალდებულია ეზიაროს ერთი კოვზით. ეს დღეებია საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, რომ ბევრნი მივიდნენ ხუთშაბათს. გთხოვთ გადასცეთ ეს ტელეარხებს, ჟურნალისტებს, რომ გავრცელდეს ხვალინდელი ხიფათის შესახებ ინფორმაცია” – წერს ბასილ კობახიძე.

მამა შალვა: “არ ვამბობ, რომ წმინდანი ვარ და ეს დაავადება არ დამემართება…”