„ოსკარების“ გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. ცერემონიის მრავალი დეტალის განხილვის შემდეგ, ჯერი ნიკოლ კიდმანზე მიდგა. დაკვირვებულმა ინტერნეტმომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ კიდმანი ტაშს არა ხელებით, არამედ ხელისგულებით უკრავდა, რამაც ბევრი მათგანი გაახალისა.
მალევე, ინტერნეტი აივსო შესაბამისი მემეებით და კიდმანის აპლოდისმენტები ზღაპრის ცნობილ პერსონაჟებსაც შეადარეს.