ბახვა ბრეგვაძის სამსახიობო კარიერა, სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ქართველი მსახიობი, ამერიკაში მოღვაწე ცნობილმა რეჟისორმა, ცოტა ხნის წინ მთავარ როლზე დაამტკიცა.
ბახვა მსოფლიოს გარშემო ბევრს მოგზაურობს და შესაბამისად არაერთ ცნობილ ადამიანს შეხვედრია. მან ცოტა ხნის წინ ლეტიცია კასტა გაიცნო.
“მოგზაურობისას შემთხვევით, ქუჩაში შემხვდა ლეტიცია კასტა, მაღაზიიდან გამოვდიოდი და რომ დავინახე, მივედი და გავიცანი. ასეთ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი? ვუთხარი რომ ძალიან მომწონს და მისი კოლეგა ვარ საქართველოდან. საქართველოს შესახებ ჰქონდა ინფორმაცია და მესაუბრა კიდეც ამის შესახებ. უამრავი კომპლიმენტი ვუთხარი და ფოტოც გადავიღეთ“ – განუცხადა ბახვამ ჟურნალ „თბილისელებს“. ფოტო