LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიღბები აუცილებელია? საფრანგეთი კონცეფციას ცვლის

149
--

შარფები, ძველი მაისურები – ყველაფერი შეიძლება, გამოდგეს. პარიზთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ვილ დე სოს მცხოვრებლებმა თავდაცვის უამრავი მეთოდი მოიგონეს. დამცავი პირბადების ტარება აქ აუცილებელია, დადგენილი წესების დამრღვევს ჯარიმა ეკისრება 38 ევროს ოდენობით.

“პირადად მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობა პირისა და ცხვირის დაფარვა უნდა აიძულოს, როდესაც ის ქუჩაში გამოდის”, – ამბობს სოს მერი ფილიპ ლორანი.

მისი თქმით, ამის შემდეგ ქვეყანაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გაუგებრობები აღარ იქნებოდა. მაგრამ როცა ცენტრალურ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, იძულებული ვარ, მე თავად მივიღო მკაცრი გადაწყვეტილებები, ამბობს მერი.

ვილ დე სო ერთადერთი ქალაქი არაა საფრანგეთში, რომელმაც გადაწყვიტა, სიტუაციის კონტროლის საკუთარ ხელში აღება. მისი მაგალითი გაიზიარა ნიცამ და კანმა. ხელისუფლებაც კი, რომელიც ფიქრობდა, რომ ნიღბების ტარება აუცილებლობას არ წარმოადგენდა, პოზიცია შეიცვალა და აცხადებენ, რომ ნიღბების ტარება აუცილებელია, იმ შემთხევაშიც კი, თუ ის თქვენი ხელით არის შეკერილი.

შეგახსენებთ, ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილბით საფრანგეთში კარანტინი 11 მაისამდე გაგრძელდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები