კორონავირუსის პანდემიის დროს, სოლიდარობას და ერთმანეთის დახმარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამის მაგალითები მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება.
პარიზში, ერთ-ერთი გამორჩეული რესტორნის, ცნობილი შეფ-მზარეული ჯორჯ V, ამ რთული პერიოდის დროს მუშაობას არ წყვეტს და თანამშრომლებთან ერთად მედპერსონალისთვის სააღდგომო კერძებს ამზადებს.
საფრანგეთში რესტორნების უმეტესობა დაკეტილია, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც კვლავ განაგრძობს მუშაობას და გაჭირვებულებისთვის სხვადახვა კერძები საავადმყოფოებში მიაქვთ.
თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს სპეციალური ნიღბები ატარონ, თუმცა მათ ნაწილს ნიღბების შეძენის შესაძლებლობა არ აქვს. სტამბოლის მერის აპარატმა სამი პროფესიული სკოლის მასწავლებლებს დაავალა ამ რთულ პერიოდში სამკერვალო ფაბრიკებში იმუშაონ. 135 მასწავლებელი დღეში 15 ათასამდე ნიღაბს აწარმოებს.
პოლონეთში, ქალაქ ბოხნიაში ადგილობრივ მოხუცებულთა სახლში კადრების ნაკლებობაა, ამიტომ მათი დახმარება მონაზვნებმა და მოხალისეებმა გადაწყვიტეს. აქ კორონავირუსით 15 თანამშრომელი დაინფიცირდა, მთლიანობაში კი 26 ადამიანი.
იაპონიის ქალაქ ტოიამაში კი, არყის სახდელი 77% სპირტის შემცველ სადეზინფექციო საშუალებებს აწარმოებს. კომპანია მათი რაოდეონობის კვირაში ათას ბოთლამდე გაზრდას გეგმავს.
“ამ ეტაპზე ქვეყანაში სპირტის შემცველი სადენზიფექციო საშუალებების რაოდენობა არ არის საკმარისი, ამიტომ ხელისუფლება ამ სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა შესაძლებლოაბს განიხილავს, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას ეტაპობრივად”, – ამბობს კომპანიის დირექტორი. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი თვის წინ, ხელების დეზინფექციისთვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენება დაუშვა.