LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და ბათუმში COVID-19 თემატიკის ახალი ბანერები გამოჩნდა

252
1

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში თავი ახალმა პანდემიამ იჩინა, კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებში იჩენენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და საკუთარ რესურსებს კორონავირუსის გარშემო ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართავენ.

მარკეტერები მსოფლიოს გარშემო ქმნიან კამპანიებს, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლებს ვირუსის პრევენციის გზებს ასწავლიან. კოპმანიები ხალხს მოუწოდებენ, რომ აუცილებელი საჭიროების  გარდა, არ გავიდნენ სახლიდან, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ხშირად და სწორად დაიბანონ ხელები და სხვა.

ამ საჭირო ტრენდს არც ქართული კომპანიები ჩამორჩნენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „რედკო“, რომელმაც კამპანიისათვის “დარჩი სახლში” საინტერესო ვიზუალი შექმნა: საქართველო, როგორც ჩვენი სახლი და მისი დაცვის ერთი მარტივი წესი – სახლში დარჩენა.

აღსანიშნავია, რომ „რედკომ“ ეს სოციალური პასუხისგმებლობის კამპანია არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმშიც წამოიწყო – ბათუმი თაუერის ეკრანზე თქვენ შეხვდებით კომპანიის ნამუშევრის ანიმირებულ ვერსიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები