“უმჯობესია, იყო ათეისტი, ვიდრე ერთ-ერთი იმ უამრავი კათოლიკეთაგანი, რომლებიც თვალთმაქცური, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობენ”, – ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა.
პონტიფიკოსი, რომელსაც საკუთარი ეკლესიის წევრები ხშირად აკრიტიკებენ, ამბობს, რომ „როდესაც ამბობ ერთს, და აკეთებ მეორეს, ეს არის ორმაგი ცხოვრება“.
„არიან ისეთებიც მრევლში, ვინც ამბობს – „მე კარგი კათოლიკე ვარ, ყოველთვის ვესწრები მესას,“ – განაცხადა ფრანცისკემ ინტერვიუში. პაპი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანების ნაწილმა ასევე უნდა აღიაროს : „ჩემი ცხოვრება არ არის ქრისტიანული, მე არ ვუხდი დასაქმებულებს ნორმალურ ხელფასს, მე ვიყენებ ადამიანებს, მაქვს ბინძური ბიზნესი, ვცხოვრობ ორმაგი ცხოვრებით“.
წყარო “ინდეფენდენთი”