ბიძინა ივანიშვილი დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევიდა და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ივანიშვილი ილია მეორეს ცოლთან ერთად ესტუმრა, მათ საპატრიარქო დაახლოებით 15 წუთში, ასევე უკომენტაროდ დატოვეს.