LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპმა ერთ თვეში იმდენი დახარჯა, რამდენიც ობამას მთელი წელი ყოფნიდა

104

დონალდ ტრამპმა ერთი თვის განმავლობაში იმდენივე ფული დახარჯა, რამდენსაც ობამა წელიწადში მოიხმარდა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა წინა პრეზიდენტის კრიტიკაში ძალიან ბევრი დრო დახარჯა და მისი მთავარი პრეტენზია ფინანსების უმიზნო ხარჯვას შეეხებოდა. ტრამპს არ მოსწონდა გოლფის ტურნირები, შვებულებები, თუ საპრეზიდენტო ვიზიტები. თუმცა, როგორც ჩანს საპრეზიდენტო ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ მისი პრინციპები შეიცვალა. გამოცემა „The Washington Post”-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერთ თვეში მოგზაურობისთვის ობამას მთელი წლის ბიუჯეტი დახარჯა. უფრო ზუსტად კი ტრამპმა 10 მილიონის გახარჯვა მოასწრო, ობამამ კი 8 წლის განმავლობაში 97 მილიონზე ნაკლები გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ხარჯები მხოლოდ მოგზაურობით არ შემოიფარგლება. მთავრობა მელანიას დაცვას თვეში 500 ათას დოლარს უხდის, ტრამპის ვაჟის ბიზნეს-ვიზიტი ურუგვაიში კი სახელმწიფოს 100 ათას დოლარამდე დაუჯდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები