თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის ბინის აივანი და ერთი ოთახი. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.