LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია რჩეულიშვილს სასამართლომ 250 ათასი ლარის ქონება ჩამოართვა

108

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.

სასამართლომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

პროკურორის ინფორმაციით, რჩეულიშვილმა გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია და ამიტომ მოითხოვეს მისთვის ქონების ჩამორთმევა.

250 000 ლარი რჩეულიშვილს ერთ-ერთ ეპიზოდზე გირაოს სახით ჰქონდა შეფარდებული.  პროკურატურამ კი დააყენა შუამდგომლობა, რომ ის ქონება, რომლითაც გირაო იყო უზრუნველყოფილი, მიემართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან ბრალდებული შეფარდებული გირაოს პირობებშიც  აგრძელებდა მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებას. ამის გამო რჩეულიშვილს ახალი ბრალი წაუყენეს.