დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად პატრიარქის საპატიმროში წასვლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, ამის შესახებ „ფორტუნასთან“ პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძესა და ილია მეორის შეხვედრა დღეს არც კი განხილულა.
პატრიარქის მდივნის თქმით, გუშინ ილია მეორეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები შეხვდნენ და გადასცეს მათი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილი, უწმინდესს შეხვედროდა. დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, თუ ბრალდებულის ადვოკატებს კვლავ ექნებათ სურვილი მღვდელმთავრებს შეხვდნენ, სინოდის წევრები ამისთვის მზად არიან.
რაც შეეხება მღვდელმთავრების შეხვედრას დეკანოზ გიოგი მამალაძესთან – მამა მიქაელის განმარტებით, სახელმწიფო სამსახურებისგან იყო თხოვნა და არა მოთხოვნა, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თავი შეეკავებინათ ბრალდებულის საპატიმროში მონახულებისგან, „რადგან საქმე უპრეცენტენტოა და ყველას სურს, სიმართლე დადგინდეს“.