LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინი-თბილისის რეისზე ავიაბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება – ადგილები შეზღუდულია

111
tbilisi-berlin-georgian-airways-e190

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways გერმანიიდან სამშობლოში უკან დაბრუნების მსურველებს, ავიაბილეთების შესახებ ინფორმაციას აწვდის. როგორც Georgian Airways-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ბერლინი-თბილისის რეისზე დასაშვები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება.

„დღეს, გაიხსნება გაყიდვები ბერლინის რეისისთვის! დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები შეზღუდულია! მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ქონდა შეძენილი ბილეთები, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში). რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს: წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა, ან ბილეთების დაბრუნება! ერთი გზის, ბერლინი-თბილისის ფასი: 199 ევრო. შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე: https://www.georgian-airways.com/ “- აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ცნობისთვის, ბერლინი-თბილისის ავიარეისი 12 აპრილს შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები