კორონოვირუსი აგრძელებს მსოფლიო თავისი წესებით ატაროს. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ინფიცირდება, მაგრამ ზოგიერთმა ქვეყანამ კარანტინის შემსუბუქებაზე დაიწყო ფიქრი.
ევროპაში კარანტინის შემსუბუქება დაიწყეს
დანიაში 15 აპრილიდან საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები გაიხსნება.
ჩეხეთში მალე შესაძლებელი იქნება ბუნებაში ვარჯიში და არასასურსათო მაღაზიების გახსნასაც გეგმავენ. დანიაში საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი კლასების გახსნას აპირებენ. დანარჩენი სასწავლებლები 10 მაისის შემდეგ გაიხსნება.
ყველა ქვეყანს თავისი პრობლემა აქვს
9-მილიონიან ავსტრიაში კორონავირუსით 13 ათასი ადამიანია დაინფიცირებული. მის მეზობელ 80-მილიონიან გერმანიაში კი, 100 ათასზე მეტი ადამიანია უკვე დაინფიცირებული.
ამიტომ ვენაში მარტის შუა რიცხვებიდან დახურეს კაფეები, რესტორნები, სკოლები, უნივერსიტეტები, მუზეუმები, ვისაც შეეძლო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.
კარანტინის შემსუბუქებას ქვეყანაში აღდგომის მერე გეგმავენ. ასეთი სიმბოლური დამთხვევა ხალხზე დადებითად მოქმედებს.
ამასთან, 13 აპრილის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ნიღბების გარეშე აკრძალული იქნება. საჯარო ღონისძიებები აკრძალულია ივნისის ბოლომდე.
ესპანეთშიც უკვე დაასახელეს თარიღი, როდესაც “ნორმალურ ცხოვრებას” დაუბრუნდებიან.
კარანტინს ქვეყანა თანდათან გააუქმებს და მედიკოსების რჩევებს გაითვალისწინებენ, რათა პანდემიის მორიგ აფეთქებას არ შეუწყონ ხელი.
ესპანეთის ხელისუფლება კარანტინის შემსუბუქებას 26 აპრილიდან გეგმავს.