მოდელი და ტელესახე თიკო ნატროშვილი, რომელიც რამდენიმე წელია, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში მუშაობს, სამსახურიდან გაათავისუფლეს. თიკო ამ ფაქტთან დაკავშირებით სოცქსელში განცხადებას აქვეყნებს.
როგორც ის წერს:
„როცა სამსახურის დატოვება, პრიმიტიული განმარტების ფონზე გიწევს. ციტირება: „პირადად მივიღე გადაწყვეტილება! ჩემი კომფორტისთვის, ასე აჯობებს მომავალში..” და ელვის სისწრაფით გააუქმეს ჩემი საშტატო ერთეული. :))
მიხარია, რომ 7-წლიანი მუშაობის შემდეგ ვერ დავაკმაყოფილე სტანდარტები, რომლებიც (როგორც ირკვევა) მხოლოდ პირად გარემოცვას გულისხმობს! ახლა მისმინეთ: საჯარო სამსახური – არ არის კანტორა, არც დუქანი, სადაც არ გადახედავთ თანამშრომლის კვალიფიკაციას, გამოცდილებას და ა.შ. სკამზე დაჭედებული არავინაა და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩაგანაცვლებენ, ახალ ხელმძღვანელს სწორად შერჩეული კადრები და გუნდი უნდა დახვდეს!!! და არა წინამორბედის „კომფორტი“!!!
ჰო, და კიდევ… პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – სამსახური, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ რამდენიმე პროექტს აფინანსებს, სამსახურიდან შშმ პირის მშობელს ათავისუფლებს! ეჰ, მე კი მეშველება.. ჩემს შვილსაც მაგრამ…“