ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, თითოეულ შეწყალებულ მსჯავრდებულს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება.
ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.