დღეს ცნობილი გახდა, რომ ე. წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო კახეთში 9 პირი დააჯარიმეს.
მოგვიანებით როგორც გაირკვა, ახალგაზრდა მამაკაცი 8 მეგობართან ერთად გოგონასთან ხელის სათხოვნელად მივიდნენ.
შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოხდა.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სასიძომ გოგონას სახლთან გულის ფორმის კოცონი აანთო, თუმცა ხელის თხოვნა ვეღარ მოასწრო, ის და მისი მეგობრები პოლიციამ დააჯარიმა.
შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3000 ლარიანი ჯარიმით ისჯება.