LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საფრთხეს შეიცავს უცხიმო პროდუქტი

425

ცხიმგაცლილი პროდუქტი არა თუ ნაკლებად სასარგებლოა, არამედ ფარულ საფრთხესაც შეიცავს. სულ ცოტა ხნის წინ დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ ასეთი საკვები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

მართალია, ამგვარი პროდუქტი არ აქვს ცხიმი, მაგრამ ის მაინც არ უწყობს ხელს წონის დაკლებას, რადგან უფრო მეტი ნახშირწყლებს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი პროდუქტი. ორგანიზმში კი, რომელიც ვერ ღებულობს საკმარის ცხიმებს, მატულობს ინსულინის დონე, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს დიაბეტის განვითარებას და ჭარბი წონის დაგროვებას.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ცხიმგაცლილი ე.წ. დიეტური პროდუქტი 10-ჯერ უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე მათი ჩვეულებრივი ანალოგი. შაქარი კი, ბევრად სახიფათოა, ვიდრე ცხიმი, რადგან დიდი რაოდენობით შაქარი აფერხებს ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ პროცესს და ხელს უწყობს ინსულინის დონის მომატებას, რაც დიაბეტის განვითარების და ზედმეტი კილოგრამების დაგროვების მთავარი მიზეზი ხდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები