LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო კორონავირუსთან ბრძოლაში სინგაპურის გზას ირჩევს: როგორ შეაჩერა სახელწიფომ პანდემია

4629
SINGAPURI

სინგაპური ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც შეძლო და კორონავირუსს ეფექტურად შეებრძოლა. ქვეყანამ სწორად გატარებული ღონისძიებების წყალობით ვირუსის გავრცელება ქვეყანაში შეჩერდა.

საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია: Foreign Policy

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო გაჭირვებას მიჩვეულია, რადგან რამდენიმე სამოქალაქო ომი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდე მძიმე 90-იანი წლები გამოიარა.

არადა სინგაპური ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ჩინეთის შემდეგ კორონავირუსი დაფიქსირდა. ქვეყანაში ვირუსი 66 წლის მამაკაცმა ჩაიტანა, რომელმაც 3 დღით ადრე ჰუბეის პროვინციაში იმოგზაურა.

ამ დროისთვის სინგაპურში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 1309 უტოლდება.

მაშ ასე, რა გააკეთა სინგაპურმა კორონავირუსისი შესაჩერებლად.

სახელმწიფომ დაკეტა საზღვრები, თუმცა სასწავლო დაწესებულებები და ბიზნესი არ შეჩერებულა.

ქვეყანამ ამას მაღალტექნოლოგიური სათვალთვალო საშუალებების დახმარებით მიაღწია. შეიქმნა აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომელიც Bluetooth-ის საშუალებით აკონტროლებს მომხმარებლების ადგილმდებარეობას და სიახლოვეს სხვა ადამიანებთან. ასევე აფრთხილებს მათ სხვასთან კონტაქტის დროს, გადატანილი აქვს თუ არა ამ ადამიანს კორონავირუსი, ან არის თუ არა რისკის ჯგუფში.

როგორც ცნობილია, აღნიშნული  აპლიკაციის გამოყენება უახლოეს მომავალში საქართველოშიც იგეგმება.

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს, რომელიც კორონავირუსს ეფექტურად უმკლავდება. ამ ბრძოლაში საქართველოს წარმატების ერთ-ერთ მიზეზად  სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინება სახელდება.  

სინგაპურის პრეზიდენტი და მთავრობა ხელფასზე უარს ამბობს: პრემიები მედიკოსებს გადაეცემათ

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ პირებს სპეციალური პრემიები გადაეცემათ.

 

გარდა აპლიკაციისა, მთავრობა ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს და დღეში ორჯერ აგზავნის შეტყობინებებს, კორონავირუსით დაავადებულთა განახლებულ რაოდენობაზე, გავრცელების სავარაუდო მდებარეობებისა და რჩევების შესახებ, თუ როგორ დაიცვან თავი ინფექციისგან.

ამ მეთოდებით მართალია ირღვევა კანონი კონფიდენციალურობის შესახებ, რომლის თანახმად იკრძალება ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება საავადმყოფოებში, მთავრობასა და მესამე მხარეებს შორის, თუმცა ინფექციის შეჩერების მიზნით, ეს შემთხვევა გამონაკლისად აღიარეს.

გარდა ამისა, სინგაპურმა დიდი რაოდენობით ინვესტიცია ჩადო მკაცრი ტესტირების სისტემის ამოქმედების მიმართულებით, 1000-ზე მეტი ტესტირების კლინიკა დააარსა და ყველა ხარჯს თავად ფარავს. 

ამიტომაც მსოფლიო დღეს უმეტესად ირჩევს სინგაპურის მაღალტექნოლოგიურ მოდელს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის თანახმად ხდება მასობრივი და აგრესიული ტესტირება, იმისათვის, რომ მოხდეს ინფიცირებული ადამიანების იდენტიფიცირება და თვითიზოლაცია დროულად და ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა პრეპარატზე, რაც ბევრად გაუადვილებს მედიკოსებს ვირუსთან ბრძოლას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები