“ეს იყო ჩვენი დაბალი მედპერსონალის პასუხები, დადასტურებული კორონავირუსი. მათი მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა გადაიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში,”- ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა.
“ვისთანაც მათ შეხება ჰქონდათ, ყველა კარანტინშია, მათ შორის პაციენტებიც. მათი მომსახურების არეალი მცირეა უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე”-აღნიშნა მარეხი ბექაიამ.
მისივე განცხადებით, შემთხვევების დადასტურების შემდეგ კლინიკაში მიღება შეაჩერეს, მანამ, სანამ ყველას ტემპერატურა არ განსაზღვრეს. მოგვიანებით თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა მიღება განაახლა. კლინიკაში ამჟამად, 50 პაციენტი მკურნალობს. მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება.
შეგახსნებთ, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა – 2. ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ 150 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში – 188