„ჯიპიაი ჰოლდინგი” Covid- 19 -ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს, აპრილის თვის ანაზღაურებას გაუორმაგებს. ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამასთან, ფონდში დამატებით თანხას გადარიცხავენ კომპანიის თანამშრომლები.
“ჩვენ COVID -19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერთვებით!
თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის გვინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ექიმებს, რისთვისაც ვქმნით “მადლობის ფონდს”. ?
❗️ფონდში, პირველ ეტაპზე, ჯიპიაის შენატანი 100 000 ლარია. ეს თანხა სრულად მოხმარდება ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის ანაზღაურების ზრდას – მათ აპრილის თვის ანაზღაურება გაუორმაგდებათ.
❗️გარდა ამისა, ჯიპიაის თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობა გვაქვს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ექიმების მიმართ და “მადლობის ფონდში” ,დამატებით, სასურველ თანხას გადავრიცხავთ;
ასე რომ, ჩვენი ექიმების მხარდასაჭერად შემდგომ აქტივობებს კომპანიისა და თანაშრომელთა ერთობლივი კონტრიბუციებიდან დავაფინანსებთ,”-ნათქვამის „ჯიპიაი ჰოლდინგის” განცხადებაში.