LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძვირდება თუ არა პური და რატომ იხურება მეგამარკეტები

35

გაძვირდება თუ არა პური: ამ თემით დღევანდელი გაზეთი „ახალი თაობა“ ინტერესდება. საუბარი კი პურის ტექნიკურ რეგლამენტს ეხება, რომლის ამოქმედებასაც მეპურეები ელოდებიან. უკვე აქტიურად მოქმედებს ხორბლის ფქვილის რეგლამენტი, მაგრამ პურის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება ჯერ არ დამტკიცებულა. მეპურეები ამ თემაზე საუბრისას აცხადებენ, რომ პურის ფასის ხშირი ცვლილება დაუშვებელია, ის ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. მეპურეების მტკიცებით რეგლამენტის ამოქმედების შემდეგაც პურის ფასი არ შეიცვლება.

იანვრიდან თებერვლამდე საარსებო მინიმუმი 1 ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა. ეს საქსტატის ოფიციალური მონაცემებია. საშუალო მოხმარების საარსებო მინიმუმი იანვარში 147 ლარითა და 30 თეთრით განისაზღვრა, რაც წინა თვის მონაცემებზე 4 ლარითა 20 თეთრით მეტია, ხოლო ერთი წლის ანალოგიურ პერიოდთან 1 ლარითა და 80 თეთრით არის გაზრდილი.

გაზრდილია საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც, 2017 წლის იანვარში 278 ლარი და 90 თეთრია, რაც დეკემბერთან შედარებით 7 ლარითა და 80 თეთრით მეტია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთა შედარებით 3 ლარითა და 40 თეთრით არი გაზრდილი.

საქართველოში მსხვილი სავაჭრო ობიექტები იხურება. ეს ტენდენცია დაიწყო და მეგამარკეტების დახურვა მთელი წელი გაგრძელდება. ამის შესახებ დღევანდელი „რეზონანსი“ წერს.

ტენდენციას იმპორტიორები და დარგის სპეციალისტები სხვადასხვა მხრივ განიხილავენ. იმპორტიორები ამბობენ, რომ სავაჭრო ქსელებს უჭირთ ფინანსური ვალდებულებების შესრულება და ამიტომ იხურებიან. სპეციალისტების აზრით კი, მსხვილი სავაჭრო ობიექტების დახურვის მიზეზი მონოპოლიაა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მეგამარკეტი არსებობს, რაც ჩვენი ქვეყნის მასშტაბის ქვეყნისთვის არ არის საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები