LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, ერთ ქვეყანაში კი, გარდაცვალების შემთხვევები არ არის და ეს ქვეყანა საქართველოა – „ფოქს ნიუსი”

1325
geor

რატომ არ დაფიქსირდა საქართველოში Covid19-ით სიკვდილი – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული ტელეკომპანია “ფოქს ნიუსი” გიორგი გახარიასთან ინტერვიუს.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს, ერთ ქვეყანაში გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შემთხვევები არ არის, ეს ქვეყანა საქართველოა – წერს„ფოქს ნიუსი”

ინტერვიუში საქართველოს პრემიერ მინისტრი აღნიშნავს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ყველაზე მთავარი სწრაფი, გადამწყვეტი და მკაფიო გადაწყვეტილებების მიღება იყო, მათ შორის თამიმდევრული კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან.

მარტივი არ იყო ქვეყნის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს ბევრად იოლია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ვიდრე მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის. დავიწყეთ აგრესიული გადაწყვეტილებით, დავიწყეთ მნიშვნელოვანი სოციალური შეკრებების აკრძალვა, დავხურეთ სკოლები და დავაწესეთ თვითიზოლაცია. ათასობით ჩვენი მოქალაქე გადავიყვანეთ საკარანტინე ობიექტებზე და ღამით გადაადგილება სრულად ავკრძალეთ“,-აღნიშნავს გიორგი გახარია ინტერვიუში.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად გიორგი გახარია მიიჩნევს,  კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილებში მოგზაურობის იანვარშივე აკრძალვას, რომელიც მისი თქმით გადამწყვეტი იყო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ნელი ტემპისთვის.

ოფიციალური რეაგირება მოხდა 22 იანვარს, როდესაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოქალაქეებს უხანში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია. მაშინ, ვუთხარით ქართველებს, რომ არსებობდა მცირე, თუმცა თეორიული შანსი იმისა, რომ ვირუსს საქართველომდე მოეღწია. ჩვენ ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრის შემოწმება დავიწყეთ“,-აღნიშნავს საქართველოს პრემიერ მინისტრი.

როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, მართალია კორონავირუსის საკითხი კონტროლის ქვეშ არის, თუმცა საფხთხე ჯერ კიდევ არსებობს.

შორს ვართ იმის თქმისგან, რომ ვირუსის გავრცელება შეჩერებულია, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს პროცესი შეგვეფერხებინა. გვჯერა, რომ სიტუაცია დასტაბილურდება. გავაგრძელებთ ექსპერტებთან მუშაობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში და ჯანმრთელობის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის შეგვეძლება საქართველოს ხელახლა გახსნა” – აღნიშნავს გიორგი გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები