ნაწილი იმ ქართველი სტუდენტებისა, რომლებიც უცხოეთში სასწავლებლად იყვნენ წასულები და პანდემიის გამო ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას უკვე საქართველოში არიან. ინფორმაციას პაატა ბურჭულაძე ავრცელებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ქართველი სტუდენტების ჩამოყვანა “ფონდმა იავნანამ” მეგობრების თანადგომით განახორციელა:
“პაატა ბურჭულაძე: “გილოცავთ ყველას! ქართველი სტუდენტების კიდევ ერთი ნაწილი ჩამოფრინდა! იყო ბევრი წინააღმდეგობა, მაგრამ საბედნიეროდ, ფონდმა „იავნანამ“ მეგობრების თანადგომით, მათი სამშობლოში დაბრუნება შეძლო! ვულოცავ მათ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს, წარმოიდგინეთ რა ნერვიულობა გადაიტანეს ამ ოჯახებმა.
ამჯერად, სამშობლოში დაბრუნდნენ: 1. ზაქარია დავრეშიძე, 2. მარიამ კასრაძე, 3. ვახტანგ ყიფიანი, 4. სალომე ჭოველიძე, 5.თამარ ბერიაშვილი, 6. დეა ხერგიანი, 7. ნიკა ორმოცაძე. მიხარია, რომ გავიცანი 19 წლის ნიჭითა და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები.
მეგობრებო, სასწავლებლად წასული და პანდემიის გამო ჩარჩენილი კიდევ ძალიან ბევრი სტუდენტია, მათი შველა სასწრაფო და აუცილებელია!
ფონდ „იავნანას“ რაც შეეძლო გააკეთა, საერთო ჯამში 25 სტუდენტი დავაბრუნეთ. დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებად და პრიორიტეტად დაისახავს უცხოეთში ჩარჩენილი ახალგაზრდების პატრონობას და ჩამოყვანას. კრიტიკულ სიტუაციაში ფონდმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა. და რომ არა, ის სამარცხვინო მავნებლობა, რაც „იავნანას“ წინააღმდეგ ჩაიდინეს, ცხადია ბევრად მეტს შევძლებდით. ესეც მალე შეიცვლება, სიკეთის ძალა ბოროტებას ყოველთვის დაამარცხებს!
ჯანმრთლობას გისურვებთ ყველას!”-წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/paata.burchuladze/posts/2891424370896435