ტექნოლოგიური გიგანტი Apple ბრიტანეთის პოსტ–ბრექსიტის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი. ამის შესახებ Apple-ს ხელმძღვანელმა ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრს განუცხადა.
Apple-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკიმ ტერეზა მეისთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის გარეთ შესანიშნავად იქნება.
კომპანია გეგმავს ლონდონში ახალი სათაო ოფისი ააშენოს.
“ჩვენ ღრმად გვწამს ბრიტანეთის. დიახ, ამ გზაზე ბრიტანეთს ექნება პრობლემები, მაგრამ ყველაფერი იქნება კარგად. ჩვენ ვამაყობთ, რომ Apple ინოვაციისა და ზრდის ფონზე, ბრიტანეთში დაახლოებით 300,000 სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს”,– განაცხადა კუკმა ტერეზა მეისთან შეხვედრაზე.
Apple-ს ბრიტანეთის ახალი შტაბბინა Battersea Power Station–ზე იქნება. 1,600 თანამშრომელი ამ ოფისში სამუშაოდ 2021 წელს გადავა.
კუკმა განაცხადა, რომ ოფისი უზარმაზარი იქნება და კომპანია ძველ სივრცეს გაფართოებისთვის ტოვებს.
ეს კომენტარი ამერიკის სავაჭრო პალატის განცხადებას მოჰყვა, იმის შესახებ რომ ამერიკული ფირმები ბრიტანეთში ინვესტიციას უკვე აჭიანურებენ.
მისმა ერთ–ერთმა წევრმა მაირონ ბრილიანტმა BBC–სთან განაცხადა, რომ ბრექსიტის შემდეგ, ბრიტანეში შესაძლოა ახალ რეგულაციებს და გამოწვევებს წააწყდნენ.
Apple ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში.
თამთა უთურგაშვილი