LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯიპიაი“ საკუთარ დაზღვეულებს ექიმთან კონსულტაციას 100%-ით დაუფინანსებს

170
11

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. აქტიურია კომპანიის ონლაინ პლატფორმა www.mygpi.ge, სადაც ნებისმიერ მოხმარებელს აქვს შესაძლებლობა, სრული სადაზღვეო მომსახურება მიიღოს.

მიმდინარე სიახლეებზე „ფორტუნა“ კომპანიის კომუნიკაციების დირექტორს – თინათინ სტამბოლიშვილს ესაუბრა.

„სოციალური პასუხისმგებლობა „ჯიპია ჰოლდინგისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გავითვალისწინეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზციის რეკომენდაციები და უკვე 3 კვირაა, რაც ჩვენი თანამშრომლების 90% დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიყვანეთ. ამით, მომხმარებელსაც ვიცავთ, ვინაიდან ისინი თავს აარიდებენ თავშეყრის ადგილებს და ისარგებლებენ დისტანციური მომსახურებებით…

სრულიად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა ჩვენი გაყიდვების სამსახურიც და ისინი სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე აფორმებენ ახალ სადაზღვეო პოლისებს.

გარდა ამისა, როგორც იცით, 3 წელია გვაქვს ონლაინ პლატფორმა www.mygpi.ge, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებით გავააქტიურეთ და მისი მეშვეობით, მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად შეძლებს ზარალის ანაზღაურებას. დაახლოებით 1 კვირაა, რაც ყველა სერვისცენტრი დავხურეთ, ამიტომ სრულად დისტაცნიურ მომსახურებაზე ვართ გადასულებული როგორც ჩვენი თანამშრომლების, ისე კლიენტების უსაფრთხოების მიზნით“, – ამბობს თინათინ  სტამბოლიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა და კოვიდ-19-თან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საბაზისო კლინიკა კურაციოც – Curatio Clinic მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

„თქვენი უსაფრთხოებისა და თქვენი და სამედიცინო პერსონალის არააუცილებელი ფიზიკური კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, 31 მარტიდან კურაციოს პირადი ექიმები, პედიატრები და ახლა უკვე ექიმი სპეციალისტებიც სატელეფონო კონსულატციებს გაგიწევენ. მნიშვნელოვანია, რომ „ჯიპიაის“ დაზღვეულები სპეციალისტის კონსულტაციას, სადაზღვევო პაკეტის მიუხედავად, თანაგადახდის გარეშე, 100%ით დაფინასებით მიიღებენ.

გეგმიურ სერვისებთან დაკავშირებით ოჯახის ექიმთან, პედიატრთან, ან სპეციალისტთან სატელეფონო კონსულტაციის დაჯავშნა ონლაინ პორტალიდან www.mygpi.ge ან მობილური აპლიკაციიდანაა შესაძლებელი (MyGPI), ისევე როგორც „კურაციოს“ ცხელი ხაზის 0322430101 ან „ჯიპიაის“ ცხელი ხაზის 0322505111 საშუალებით“, – განმარტავს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, დანიშულ დროს ექიმი თავად დაურეკავს პაციენტს და შემდეგ მომსახურებას დისტანციურად გაუწევს: მოისმენს ჩივილებს, შეაფასებს მდგომარეობას, დანიშნავს მედიკამენტურ მკურნალობას,აუცილებლობის შემთხვევაში გადაგამისამართებთ სპეციალიზირებულ კლინიკაში.

დისტანციური მომსახურება ვრცელდება როგორც თბილისში ასევეკურაციოსოჯახის ექიმების სამსახურებზე შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ფოთი, ზუგდიდი.

გადაუდებელ ან მწვავე შემთხვევებში დაზღვეულებს მოგემსახურებათ სპეციალურად ეკიპირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი – სასწრაფოს გამოძახებას “ჯიპიაი ჰოლდინგის” ცხელი ხაზი უზრუნველყოფს.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „ჯიპიაი ჰოლდიგნის“ სრული სადაზღვევო მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად ვებგვერდიდან www.mygpi.ge ან აპლიკაციით MyGPI.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები