LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13-19 თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

200

გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

ამ კვირაში, ინტელექტუალური ჰორიზონტის გაფართოებაზე პარტნიორთან ერთად იზრუნებთ. შესაძლოა, დაინტერესდეთ ფილოსოფიით ან სხვა ისეთი სფეროთი, რაზეც ადრე არც გიფიქრიათ. ამ პროცესში მენტალურ სტიმულს პარტნიორი გაძლევთ.

კურო

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში რომანტიკული მომენტები არ გექნებათ, შინაგანად სიყვარულისთვის მზაობას გრძნობთ. გსიამოვნებთ იმის ცოდნა, რომ არსებობს ვიღაც ვისაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ. თქვენს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც თქვენდამი გულწრფელ დამოკიდებულებას ღიად არ ავლენს.

ტყუპები

პარტნიორთან ერთად დასახული მიზნისკენ აქტიურად მიდიხართ. ეს ერთობლივი ძალისხმევა მალე შედეგს გამოიღებს. შესაძლოა, გენეალოგიური კუთხით მცირე გამოძიებაც ჩაატაროთ, იმისთვის, რომ იცოდეთ თქვენი ფესვების ისტორია. საინტერესო კვირა გელით.

კირჩხიბი

ამ კვირაში ფინანსებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან და ამავე დროს, პრობლემურ საკითხს გადაჭრით. საბოლოოდ ჩამოყალიბებით ისეთ გეგმაზე, რაც ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება.

ლომი

სამშაბათს, ვალენტინობის დღეს, პარტნიორთან ერთად მნიშვნელოვან პირობას დადებთ, რაც თქვენს მომავალს სასიკეთოდ წარმართავს. თუ ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა, ინტელექტუალურ კომფორტს დღითი დღე იგრძნობთ.

ქალწული

ამ კვირაში დიდი ხნის წინ წამოჭრილ ფინანსურ პრობლემას გადაწყვეტთ, რაც თქვენს სამომავლო ოჯახურ იდილიას განაპირობებს. დაივიწყეთ წარსული სტრესი და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყეთ.

სასწორი

მენტალურ დონეზე არსებული დამატებითი სტიმულაციები პირდაპირ პოზიტიურად აისახება სექსუალურ მხარეზეც. ძალიან მნიშვნელოვანია ის სულიერი საუბრები, რომლითაც უფრო მეტად უახლოვდებით ერთმანეთს.

მორიელი

სამსახურებრივი რომანის დაწყების პერსპექტივა გაქვთ. თანამშრომელთან ძალიან თამამად დაიწყებთ საუბარს წარსულ სასიყვარულო გამოცდილებებზე, რაც სხვა სარბიელზე გადაგიყვანთ. ხოლო, თუ უკვე გყავთ პარტნიორი, ამ კვირაში შეთანხმდებით, რომ ჯანმრთელობაზე ერთად იზრუნოთ.

მშვილდოსანი

სექსუალური სტიმულაციების ფონზე, თქვენი პირადი ცხოვრება უფრო მგზნებარე და მრავალფეროვანი გახდება. ამ კვირაში მთელ ძალისხმევას ძირითადად ეროტიკული მიმართულებით წარმართავთ.

თხის რქა

თქვენი პირადი ცხოვრება მცირე წამახალისებელი რომანტიკული მომენტებით გაჯერდება. სულიერი კომფორტი და ჰარმონია  სიმშვიდეს მოგიტანთ. ასევე, უფრო აქტიურად ჩაერთვებით საოჯახო საქმეებში.

მერწყული

თუ მოტივაციას ეძებთ, შეხედეთ თქვენს მეორე ნახევარს, რომელიც ზუსტად მოგცემთ სწორ მიმართულებას, რაც მიზნის მიღწევაში დიდწილად დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ მისი შემოთავაზებული იდეები.

თევზები

სასარგებლო კვირა გელით, რადგან ბევრ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც ცხოვრებაში ხელს გიშლიდნენ, სათანადო ადგილს მიუჩენთ. ისწავლით იმას, თუ როგორ უნდა იყოთ ბედნიერი, არსებული ბარიერების ფონზე.