16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის მშობელს, ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება.
ცვლილებები “კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ გამოიცა, სამართლებრივი აქტების დაცვას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები, აგრეთვე შესაბამისი მუნიციპალიტეტები, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექნება დამხმარე ფუნქცია.
კანონპროექტის მიხედვით, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, უწყებების უფლებამოსილი პირები, სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავენ და შესაბამის ჯარიმას შეუფარდებენ.
ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 46 შემთხვევა გამოვლინდა (ვიდეო)
ამ დრომდე, უწყებას არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია მოზარდის მიერ დადგენილი წესის დარღვევისთვის მშობლის დაჯარიმების შესახებ.
“ფორტუნას” შს სამინისტროში განუმარტეს, რომ არასრულწლოვან პირებზე და ზოგადად დაჯარიმებულთა შესახებ ინდივიდუალური ინფორმაციის გაცემა აკრძალულია.
უწყების ცნობით, სტატისტიკა ყოველდღიურად ახლდება, თუმცა მასში პირადი მონაცემები ჩაშლილად და დაკონკრეტებით არ ვრცელდება.