LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როზი ჰანთინგტონ-უაიტლი მუცელს აღარ მალავს

221

მოდელი როზი ჰანთინგტონ-უაიტლი და ჯეისონ სტეტჰემი დიდი ხნის მანძილზე მალავდნენ იმ ფაქტს, რომ მალე მშობლები გახდებოდნენ, თუმცა ლამაზმანმა სიჩუმის დარღვევა გადაწყვიტა თავის მიკრობლოგზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ზღვის ფონზე პოზირებს.

„ბედნიერი ვარ გაცნობოთ, რომ მე და ჯეისონი სასიამოვნო მოლოდინში ვართ“, – დააწერა მოდელმა ფოტოს, სადაც ის საცურაო კოსტიუმში პოზიორობს და სადაც კარგად ჩანს მისი წამოზრდილი მუცელი.

29 წლის მოდელი და 49 წლის მსახიობი ექვს წელზე მეტია ერთად არიან. 2016 წლის იანვარში კი მათ ნიშნობის შესახებ განაცხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები