Israir Airlines-ის სპეცრეისი, რომელიც ავიაკომპანიას თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე, 31 მარტს უნდა შეესრულებინა გაუქმდა და ფრენა სხვა დროისთვის გადაიდო. მიზეზი არასაკმარისი რეგისტრაციაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი ავრცელებს.
„ყურადღება! სამწუხაროდ, არასაკმარისი რეგისტრაციის გამო, 31 მარტისთვის დაგეგმილი ISRAIR-ის ავიახაზების ფრენა გადაიდო.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ისრაელის საელჩო თბილისში აგრძელებს საქართველოს სახელმწიფოს უფლებამოსილ პირებთან და ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს, რათა მოიძებნოს გამოსავალი ისრაელელი ოჯახებისათვის, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ სუროგაციული ფეხმძიმობის პროცესის წარმატებით დასრულებას. გთხოვთ ყურადღებით ადევნოთ თვალი განახლებად ინფორმაციას ISRAIR -ის ავიაკომპანიის საიტზე (იხ. ქვემოთ) და ჩვენს ფეისბუქ გვერდზე“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.