LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული საწვავი პოსტსაბჭოთამ ჩაანაცვლა: რას ამბობენ იმპორტიორები

42

ექსპერტები ორნიშნა ინფლაციაზე საუბრობენ. ამის შესახებ დღევანდელ გაზეთ „ახალ თაობაში“ წაიკითხავთ. ასევე შეიტყობთ, რომ წლევანდელი ინფლაციის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. საქსტატის ცნობით, ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა ფასების ცვლილებამ იქონია, როგორც პროდუქტზე, ასევე სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე. სპეციალისტების შეფასებით კი ინფლაციის რეალური და ოფიციალური მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდება და თუ ასე გაგრძელდა წელს შესაძლოა ორნიშნა მაჩვენებელიც მივიღოთ.

ევროპული საწვავი რუსულმა და თურქულმა შეავიწროვა. ამის შესახებ სტატიას დღევანდელ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, საიდანაც შეიტყობთ, რომ საქართველოში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოსული საწვავის წილი მკვეთრად გაიზარდა და 50%-ს მიაღწია. თუკი აქამდე ბაზრის ძირითადი სეგმენტი ევროპულ საწვავს ეკავა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. იმპორტიორები ცვლილების მიზეზად საწვავის შედარებით დაბალ ფასს ასახელებენ, ხარისხის მხრივ კი დიდი განსხვავება არ არის. ყოველ შემთხვევაში იმპორტიორების მტკიცებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან შემოტანილი საწვავი დადგენილ ნორმას სრულად აკმაყოფილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები