თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშო ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 34 პაციენტი მკურნალობს.
გარდა ამისა, როგორც ექიმმა აღნიშნა, უახლოეს 48 საათის განმავლობაში, კლინიკაში კიდევ ელოდებიან ტესტირების პასუხებს. ექიმს იმედი აქვს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
მერე მე დაგპატიჟებთ, ერთად წავიდეთ სადმე როცა დამთავრდება ეპიდემია, ვიმხიარულოთ – ამირან გამყრელიძე