Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
როგორ უნდა მოვიქცეთ სახლში შესვლისას და სახლიდან გასვლისას: ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები (ინფოგრაფიკა) – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოვიქცეთ სახლში შესვლისას და სახლიდან გასვლისას: ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები (ინფოგრაფიკა)

4559
pjimage

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ფეისბუქ გვერდზე, რეკომენდაციებია გამოქვეყნებული, რომლებიც სახლში შესვლის და მისი დატოვების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ თავი სხვადასხვა ინფექციებისგან, მათ შორის კორონავირუსისგან.

ეს რეკომენდაციებია:

  • პირველი რიგში სახლში დაბრუნებისას უნდა შევეცადოთ, რომ არაფერს შევეხოთ ხელით.
  • შემდგომ გავიხადოთ ფეხსაცემელი.
  • იმ შემთხვევაში, თუ შინაურ ცხოველთან ერთად ვსეირნობდით, გავუწმინდოთ მას თათები.
  • გავიხადოთ ტანსაცემლი, რაც გარეთ გვეცვა და გავრეცხოთ.
  • შემოსასვლელშივე დავტოვოთ, ჩანთა, გასაღები, საფულე და ა.შ.
  • უკეთესია თუ მივიღებთ შხაპს, თუმცა თუ არ არის შესაძლებლობა აუცილებელია დავიბანოთ ხელები, სახე, კისერი, მაჯა და სხეულის ყველა ხილული ადგილი.
  • შემდგომ გავწმინდოთ ტელეფონი და სათვალე საპნიანი ან ალკოჰოლის შემცველი სითხით.
  • გარეთ ნაყიდი ნივთები, შენახვამდე უნდა გავასუფთავოთ სპეციალური სითხით.(ხელთათმანებიის გამოყენებით)
  • ხელთათმანები ერთჯერადი გამოყენების შემდეგ აუცილებად უნდა გადავაგდოთ

ეპიდემილოგოები გვეუბნებიან, რომ ამ წესების დაცვის შემთხვევაში ინფექციის სახლში შემოტანის რისკი მაქსიმალურად მცირდება.

 

რაც შეეხება სახლიდან გასვლის წესებს, ესენია:

  • მნიშვნელოვანია, რომ გვეცვას გრძელმკლავიანი მაისური
  • აუცილებელია თმა გვქონდეს შეკრული, არ არის რეკომენდირებული მაკიაჟის, სამკაულების ან კრემის გამოყენება.
  • პირბადე უნდა გავიკეთოთ სახლიდან გასვლამდე.
  • თავი უნდა ავარიდოთ საზოგადეორბრივი ტრანსპორტით მგზავრობას.
  • თუ სახლიდან შინაურ ცხოველთან ერთად გავდივართ, უნდა ვეცადოთ, რომ ის არ შეეხოს ზედაპირებს.
  • ნესბისმიერ ზედაპირზე შეხებისას, თითებზე უნდა შემოვიხვიოთ ერთჯერადი ხელსახოცი.
  • შემდგომ ეს ხელსახოცი უნდა დავკუჭოთ და გადავაგდოთ.
  • ხველების ან დაცემინების შემთხვევაში სახეზე უნდა ავიფაროთ იდაყვი.
  • თავი უნდა ავარიდოთ ნაღდი ფული გამოყენებას, თუ აუცილებელია, გამოყენების შემდეგ ხელები უნდა გავისუფთაოთ სადეზინფექციო ხსნარით.
  • ნებისმიერის საგნის ან ზედაპირის შეხების შემდეგ, ხელები უდნა დავიბანოთ საპნით, ან დავიმუშაოთ სპეციალური სითხით.
  • ხელების დაბანამდე არ უნდა შევეხოთ სახეს.
  • და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანთან უნდა დავიცვათ დისტანცია.

ეპიდემიოლოგები ასევე პირბადის გამოყენების წესებსაც გვიზიარებენ:

  • ნიღბის გაკეთებამდე, აუცილებელია ხელები დავიბანოთ საპნით, ან დავიმუშაოთ სპეციალური სითხით.
  • ნიღაბი სახეზე მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული, უნდა ფარავდეს ცხვირის და პირის მიდამოს.
  • მოხმარებისას ნიღაბზე შეხების შემთხვევაში,  ხელები უნდა დავიბანოთ საპნით ან დავიმუშაოთ სპირტის შემცველი ხსნარით.
  • არ შეიძლება ნიღბის განმეორებით გამოყენება.
  • ნიღაბი უნდა მოვიხსნათ, მის უკანა თასმაზე შეხებით, არ უნდა შევეხოთ წინა ნაწილს.  მოხსნისთანავე უნდა გადავაგდოთ უახლოეს ურნაში და ხელები საპნით დავბანოთ.

 

ეპიდემიის ეტიკეტი: როგორ ვთქვათ უარი ხელის ჩამორთმევაზე, ისე რომ არ შევურაცხყოთ