კომპანია “m2 უძრავი ქონება” მელიქიშვილის გამზირზე სასტუმროს ააშენებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროექტი დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის მიერ უკვე დამტკიცებულია და ამჟამად, სამშენებლო კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს.
რაც შეეხება, “m2 -ის კიდევ ერთ სასტუმროს პროექტს Ramada Encore -ს, მისი მშენებლობა თბილისში ყაზბეგის გამზირზე 2017 წლის ბოლომდე დასრულდება. ცნობილი ბრენდის სასტუმრო სამვარსკვლავიანი იქნება და მასში მთლიანობაში 13 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
“m2 უძრავი ქონება” ამავე ბრენდის სასტუმროს მშენებლობას ქუთაისშიც აანონსებს- 120 ნომრიანი, 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობისთვის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტერიტორიის შერჩევა უკვე აქტიურად მიმდინარეობს.