LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები 2018 წლამდე ჩერდება

39

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები 2018 წლამდე ჩერდება, ამის შესახებ მაუწყებლის გნერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რაც სხვა ყველა ტელევიზიას აქვს.

”საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას და არ აქვს ამ ტელევიზიას და ამისთვის საჭიროა 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა. ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. ეს არის ჩვენი გეგმა, ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვნა აქ არსებული მდგომარეობისა. ამავე დროს ვხსნით კარს, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენ კი არ დაგვისვან მარტო კითხვები, წარმოადგინო თავისი რეკომენდაციები, თავის საექსპერტო დასკვნა. მე ძალიან გამიხარდება, ჩვენ გუნდსაც ძალიან გაუხარდება და ადგილსაც დავუთმობ დიდი სიამოვნებით, თუ მოვისმენთ იმ გეგმას, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან ისე, რომ არც გადაცემები შევაჩეროთ, ამ არსებულ თანხებში ყველაფრის ისევ ისე კეთება გავაგრძელოთ, როგორ მოვუმატოთ თანამშრომლებს ხელფასები, როგორ ვიყიდოთ ახალი ტექნიკა, მე ამ პროექტს სიამოვნებით მოვუსმენდი. არა მხოლოდ facebook-ზე ლანძღვის რეჟიმში, არამედ ძალიან საქმიანად და ძალიან ყურადღებით. უნდა იყოს ძალიან დიდი მსჯელობა, ჩვენ ჯერ ეს უნდა გავაცნობიეროთ”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.