Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვინ და რა თანხად იყიდა მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის შენობა? – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ და რა თანხად იყიდა მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის შენობა?

104

ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში აგრარული უნივერსიტეტის შენობა ოთხ-ნახევარ მილიონ ლარად გაიყიდა. შენობა ქართულმა კომპანია “ბიზნეს დეველოპმენტმა” შეიძინა.

ხელშეკრულების მიხედვით, 5 წლის ვადაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით 3239,62 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 1742 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე ქ. ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 4912,07 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 11 898 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიტანა.

მაშინ ადგილობრივ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აგრარული უნივერსიტეტის შენობის ყიდვას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გეგმავდა. გაზეთი ”ბათუმელები” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მწვანე კონცხზე ამ შენობის შეძენა ბიძინა ივანიშვილს უნდოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები