LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან N37-ზე ახალი ავტობუსები იმოძრავებს

141

დღეიდან N37 მარშრუტზე “MAN”-ის ახალი ავტობუსები იმოძრავებს. სადგურის მოედანი-აეროპორტის მიმართულებით 10 ახალი ავტობუსი ივლის.

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამავდროულად, აღდგება ღამის რეისებიც. ყოველდღიურად 23:00 საათიდან 07:00 საათამდე შესრულდება სპეციალური ექსპრეს მარშრუტი 30 წუთიანი ინტერვალით.

23 საათიდან დილის 7 საათამდე პერიოდში პირველ ეტაპზე 90-წუთიანი ინტერვალით თითო ლურჯი ავტობუსი იმუშავებს. მგზავრობის საფასური დღე-ღამის საათებში ერთნაირი და სტანდარტული,  50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში დარჩება მერიის მიერ დაწესებული შეღავათებიც.

N37-იდან გათავისუფლებული საშუალო ტევადობის „ბოგდანები“ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება: N19, 50, 72 და 101 მარშრუტებს თითო ავტობუსი დაემატება.

2017 წელს თბილისში სულ 143 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.

სამარშუტო სქემა