რა წიგნები შეიძლება წააკითხოთ მოზარდებს სახლში ყოფნის პერიოდში? – „ფორტუნა აკადემია“ გთავაზობთ წიგნების ჩამონათვალს, რომლებიც საინტერესო იქნება მოზარდებისთვის. აღნიშნული წიგნები აამაღლებს მოზარდის ცნობიერებას და უკეთესობისკენ შეცვლის. ხშირად მშობლები ამბობენ, რომ მათ შვილებს წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმები უკვე ნანახი აქვთ, თუმცა გახსოვდეთ, წაკითხულით მიღებული ემოცია განსხვავდება ფილმის სიუჟეტით გადმოცემული ემოციისგან.
1.ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“ – „ბიძია თომას ქოხი“ მე-19 საუკუნის ყველაზე გაყიდვადი რომანია. ის ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის მეორწ ადგილს იკავებდა. წიგნის გამოცემის პირველ წელს 300 000 ეგზემპლარი გაიყიდა. გამოცემიდან სამი წლის შემდეგ სტოუს რომანს უკვე უწოდეს იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე პოპულარი რომანი. 2006 წელს „ბიძია ტომი“ 101 ყველაზე გავლენიან ლიტერატურულ პერსონაჟს შორის დაასახელეს. რომანმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ამერიკელი ხალხის აზროვნებაზე.
2.რ.ჯ პალაციოს „საოცრება“ – წიგნი, რომელიც გამოსვლისთანავე იქცა ბესტსელერად. მას კითხულობენ, როგორ მოზარდები, ასევე ზრდასრულები. სასურუველია წიგნი წაიკითხოთ შვილებთან ერთდ და აუხსნათ, რა არის ე.წ. „ბულინგი“, როგორ უნდა მოიქცნენ სწორად და რატომ არ უნდა დაჩაგრონ ერთმანეთი.
3.ალექსანდრ დიუმას „სამი მუშკეტერი“ – წიგნი მოზარდებს მე-17 საუკუნის საფრანგეთში ამოგზაურებს. ეს საუკუნე გამორჩეული იყო სამეფო კარის ინტრიგებით. წიგნში მოზარდები გაეცნობიან ერთგულების, ღალატის ისტორიებს, ისწავლიან რას ნიშნავს ერთობა და ნამდვილი მეგობრობა.
4.ნილ გეიმანის „კორალაინი“ – თანამედროვე მწერლის წიგნი ფენტეზის ჟანრის მოყვარულებს გაახარებს. ეს არის ამბავი გამბედაობაზე. წიგნის პერონაჟები მოზარდებს პარალელურ სამყაროში ამოგზაურებენ.
5.ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ამ წიგნმა ავტორს უდიდესი წარმატება მოუტანა, მიიღო პულიცერის პრემია და ამერიკული თანამედროვე ლიტერატურის კლასიკად იქცა. სიუჟეტი და პერსონაჟები ეფუძნება ავტორის საკუთარ მოგონებებს ოჯახსა და მეზობლებზე, აგრეთვე ამბავს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის მშობლიურ ქალაქში, როდესაც თავად 10 წლის იყო.